|
|
ანონსი |
|
|
სიახლე
23–26 თებერვალი, 2012 "განათლების კვირეული"
რეზიუმე: თბილისში უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა საგანმანათლებლო სფეროში გამოფენის გამართვა. 2012 წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრმა ექსპო-ჯორჯიამ „განათლების კვირეული 2012-ის“ ფარგლებში უმასპინძლა უამრავ სტუმარს.
წაიკითხეთ სრულად>>
22-23 სექტემბერი, 2011, ტრენინგი "ელექტრონული სწავლება", თსუ.
რეზიუმე: ამა წლის 22 - 23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენების შესახებ.
წაიკითხეთ სრულად>>
11-14 აპრილი, 2011, სამუშაო შეხვედრა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, ბრისტოლი
რეზიუმე: მონაწილეები: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ტექნიკური კოორდინატორი), დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), საკონსულტაციო კომპანია P&B (პორტუგალია) და ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი, გრანტის მფლობელი).
წაიკითხეთ სრულად>>>2011 წლის 22 მარტს სასტუმრო "ამბასადორში" გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ინდუსტრიასთან.
გაიმართა ევროკავშირის TEMPUS-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების, თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებისა და მაღალკვაფიცირებული სპეციალისტების მომზადების გზით. წაიკითხეთ სრულად >>>
პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებში" პრეზენტაცია
2011 წლის 22 მარტს,. 16:00 საათზე სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართება ევროკავშირის TEMPUS -ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებში" პრეზენტაცია.
(მის.: ქ. თბილისი, შავთელის ქ. 13 )
შეხვედრას უმასპინძლებენ ბენეფიციარი უნივერსიტეტები:
- ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი,
- საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი,
- აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2011 წლის 5 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ,,განათლების კვირეული 2011’’ გაიხსნა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულება, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. კვირეულის გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მან გამოფენის მნიშვნელობაზე, განათლების რეფორმასა და ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა. გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ღონისძიების მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს. წაიკითხეთ სრულად >>>
პირველი სამუშაო შეხვედრა, 2010 წლის 4-5 მარტი, თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შეხვედრას დაესწრო ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმამომადგენელი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ალიკანტეს უნივერსიტეტი, და არისტოტელეს უნივერსიტეტი. დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა და საკონსულტაციო კომპანიამ - P&B -მა დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ვიდეო კონფერენციის საშუალებით. შეხვედრის პირველ დღეს გაიმართა პროექტის ოფიაციალური პრეზენტაცია.





