რესურსები და ლაბორატორიები

 

გამოყენებითი ბიომეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის ყველა ქვეპროგრამას (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, აგრობიოტექნოლოგია, კვების ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია) მოემსახურება უახლესი  სამეცნიერო აპარატურით  აღჭურვილი ლაბორატორიები. ევროკავშირის ტემპუსის პროექტების ფარგლებში როგორც ამჟამად მიმდინარე საბაკალავრო, ისე  სამაგისტრო პროგრამებისათვის შეძენილია:

 

  • ელექტროფორეზის აპარატი დნმ-ს გამოსაყოფად და გელ-ელექტროფორეზით მისი ცალკეული ფრაგმენტების საიდენტიფიკაციოდ;
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის აპარატი (PCR): თერმოციკლერი, ვერტიკალური ელექტროფორეზი, ტრანსილუმინატორი.
  • მაღალი წნევის თხევადი ქრომატოგრაფი (HPLC)
  • თანამედროვე მიკროსკოპები (Auxilab, Carl Zeiss)
  • დამხმარე ლაბორატორიული აღჭურვილობა: ანალიზური, ტორსიული და ტექნიკური სასწორები, pH-მეტრი, ფოტოელექტროკოლორიმეტრი, ცენტრიფუგა, ეპენდორფის პიპეტები;
  •  ლამინარული ბოქსი ქსოვილური კულტურებისთვის;
  • თერმოსტატები (CO2-იანი და მშრალი ჰაერის);
  • ავტოკლავირების აპარატი
  • ELIZA - იმუნოფერმენტული რეაქციებისათვის

აღნიშნულ ლაბორატორიაში წარიმართება მოლეკულურ ბიოლოგიაში და ბიოტექნოლოგიაში გამოყენებული თანამედროვე მეთოდების სწავლება, ლაბორატორიებში სტუდენტები დაეუფლებიან ბიოქიმიური, მოლეკულურ-გენეტიკური, ციტო- და ჰისტოდიაგნოსტიკური, მიკრობიოლოგიური,  ფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა დიაგნოსტიკური კვლევის ტექნოლოგიებს; აითვისებენ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, ადამიანის, ცხოველური და  მცენარეული  უჯრედების ქსოვილური კულტურების მიღებასა  და გამოყენებას სხვადასხვა in vitro ექსპერიმენტებისათვის; შეძლებენ მაღალი წნევის თხევად ქრომატოგრაფზე (HPLC) და სხვა ქრომატოგრაფიულ სისტემებზე მუშაობას და მათ გამოყენებას როორც სამედიცინო - ფარმაცევტული დანიშნულებით, აგრეთვე აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების მიზნით.

 

 

ფოტოგალერეა