სამაგისტრო პროგრამის აღწერა

 

სამაგისტროპროგრამა
გამოყენებითიბიომეცნიერებები"

მისანიჭებელიაკადემიურიხარისხიმაგისტრი გამოყენებით ბიომეცნიერებებში 
(ბიოტექნოლოგია)

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში (#159340 Tempus-1-2009-1-ES-Tempus-JPCR - “MAPB”) შემუშავებულ ახალ  სამაგისტრო პროგრამაში  „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ თსუ-სთან ერთად ჩართულია პარტნიორი ადგილობრივი და ევროპული უნივერსიტეტები: ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი), სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი), დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი (UWE),  სალონიკის არისტოტელეს  უნივერსიტეტი  (AUT, საბერძნეთი) და კომპანია P&B (პორტუგალია),
პროგრამა ეყრდნობა თსუ განვითარებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის სტრატეგიასა და მის პრიორიტეტებს, აგებულია  მოდულურ სისტემაზე, ორიენტირებულია სტუდენტზე და მოიცავს ოთხ ქვეპროგრამას: ჯანდაცვის ბიოტექნოლოგიას, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიას, აგრობიოტექნოლოგიასა და კვების ბიოტექნოლოგიას. პროგრამა ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის, პროგრამული მენეჯმენტის და პროგრამული აკრედიტაციის ევროპული სტანდარტების კონტროლს, პროგრამა  კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიის  (მათ შორის დისტანციური სწავლების) დანერგვას; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას.
სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სასპეციალიზაციო კურსებს, რომლებიც სტუდენტებს მოამზადებს როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში, ასევე ვიწრო პროფილის, მათ მიერ არჩეულ სპეციალიზაციაში (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია, აგრობიოტექნოლოგია და კვების ბიოტექნოლოგია).

 

წაიკითხე სრულად >>>