en ge am








 

 

 

ს ი ა ხ ლ ე

IWRM Academy Trainings, 5-7 April, 2012, Bazaleti

TSU Applied Biosciences MSc Program Academic Staff and Students attended the 1st Block of Trainings on Integrated Water Resource Management jointly sponsored by UNDP/GEF EU Kura Aras IWRM Academy http://www.kura-aras.org/IWRM_Academy.html      სრულად>>

30 მარტი 2012, ტრენინგი თემაზე: “მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები“

USAID ის მიერ დაფინანსებული ტრენინგი თემაზე “მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები“, ჩატარდა CNFA საქართველოს „მექანიზაციის პროექტის“ მიერ 2012 წლის 30 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. სრულად>>

20 მარტი, 2012, ვიზიტი აგრარულ უნივერსიტეტში, სერთიფიკატების გადაცემა

2012 წლის 20 მარტს, აგრარულ უნივერსიტეტში ევროკავშირის „TEMPUS”–ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებაში“ გაიმართა აგრარული უნივერსიტეტისა და თბილისის სახ. უნივერისტიტეტის  ერთობლივი ღონისძიება– „განთლების კვირეულში“ მონაწილე სტუდენტებისათვის სერთიფიკატების გადაცემა.   სრულად>>

 

13 მარტი, 2012, ტრენინგი „საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიები“

USAID ის მიერ დაფინანსებული ტრენინგი ტოპიკში: “საირიგციო და სადრენაჟო სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიები“, ჩატარდა CNFA საქართველოს „მექანიზაციის პროექტის“ მიერ 2012 წლის 13 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში. სრულად>>

23–26 თებერვალი, 2012 "განათლების კვირეული"

თბილისში უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა საგანმანათლებლო სფეროში გამოფენის გამართვა.

2012 წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრმა ექსპო-ჯორჯიამ „განათლების კვირეული 2012-ის“ ფარგლებში უმასპინძლა უამრავ სტუმარს. სრულად>>

 

20 დეკემბერი 2011, Erasmus Mundus სტიპენდიები

ევროკომისიამ დაიწყო Erasmus Mundus პროგრამის განხორციელება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა. სრულად>>

22-23 სექტემბერი, 2011, ტრენინგი "ელექტრონული სწავლება"- გამოყენებითი ბიომეცნიერების პროგრამებისათვის" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

რეზიუმე: ამა წლის 22 - 23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი ტემპუსის პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული სწავლების პორტალის გამოყენების შესახებ. სრულად>>

23 მაისი, 2011, „ახალი კურიკულუმის შემუშავება გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში“ პრეზენტაცია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა  აწსუ და TEMPUS ის ერთობლივი პროექტის „ახალი კურიკულუმის შემუშავება გამოყენებითი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში (MAPB)“ პრეზენტაცია. სრულად>>

11-14 აპრილი, 2011, სამუშაო შეხვედრა დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში, ბრისტოლი

რეზიუმე: მონაწილეები: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროექტის ტექნიკური კოორდინატორი), დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი), საკონსულტაციო კომპანია P&B (პორტუგალია) და ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი, გრანტის მფლობელი). სრულად>>

2011 წლის 22 მარტს სასტუმრო "ამბასადორში" გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ინდუსტრიასთან.

გაიმართა ევროკავშირის TEMPUS-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა  საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების,  თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებისა და  მაღალკვაფიცირებული სპეციალისტების მომზადების გზით. სრულად>>

2011 წლის 5 მარტს საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში ,,განათლების კვირეული 2011’’ გაიხსნა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებულ ღონისძიებაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულება, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. კვირეულის გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მან გამოფენის მნიშვნელობაზე, განათლების რეფორმასა და ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში სახელმწიფოს როლზე ისაუბრა. გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ღონისძიების მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს. სრულად>>

სამუშაო შეხვედრა, 2010 წლის 1–3 ნოემბერი, ერევანი. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ დოქტორი ალექსანდრე გრიგორიანი და დოქტორი ლანა კარლოვა. გამომსვლელებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, ბოლონიის პროცესისა და საქართველოში და სომხეთში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების ფონზე. პროექტის ტექნიკურმა კოორდინატორმა ნინო ინასარიძემ, და სომხეთის აკადემიურმა კოორდინატორმა  ნელი ჰოვანესიანმა – ისაუბრეს დღეისათვის პროექტში მიღწეული შედეგების შესახებ. სრულად>>

სამუშაო შეხვედრა, 2010 წლის 5 ივლისი, ალიკანტე, ესპანეთი.

ალიკანტეს უნივერსიტეტის სახელით მონაწილეებს მიესალმა პროფესორი ხოაკინ მარუენდა.  ნინო ინასარიძემ და ნელი ჰოვანესიანმა წარმოადგინეს ანგარიში პროექტში შესრულებული სამუშაოების შესახებ.  შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი პროგრამის სტრუქტურის ჩამოყალიბება და საკვანძო საკითხებზე შეთანხმება იყო,   ელენე ჩერქეზიამ და ნელი ჰოვანესიანმა წარმოადგინეს კურიკულუმის სტრუქტურის ჩარჩო კონცეფია. სრულად>>

პირველი  სამუშაო  შეხვედრა, 2010 წლის 4-5 მარტი, თბილისი, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი

შეხვედრას დაესწრო ყველა პარტნიორი ქვეყნის წარმამომადგენელი,  ხოლო ევროკავშირის მხრიდან ალიკანტეს უნივერსიტეტი, და არისტოტელეს უნივერსიტეტი. დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა და საკონსულტაციო კომპანიამ - P&B -მა დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ვიდეო კონფერენციის საშუალებით. შეხვედრის პირველ დღეს გაიმართა პროექტის ოფიაციალური პრეზენტაცია. სრულად>>


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია