რესურსები და ლაბორატორიები
სამაგისტრო კურსის სტუდენტებს საშუალება ექნებათ ჩაატარონ სამეცნიერო კვლევები თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის განყოფილების ბაზაზე.
ლაბორატორიის აღჭურვილობაში არსებული ხელსაწყოები:
ატომურაბსორბციული სპექტრომეტრი (Perkin Elmer) თხევად ნიმუშებში ან ნიადაგის და მცენარის გამონაწურში ქიმიურ ელემენტების კონცენტრაციის განსაზღვრისათვის;
CNS ანალიზატორი (Elementar) ნებისმიერი სახის მყარ და თხევად სუბსტრატში ნახშირბადის, აზოტის და გოგირდის შემცველობის განსაზღვრისთვის;
UV/VIS/NIR სპექტრომეტრი (Perkin Elmer) სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული ნაერთების განსაზღვრისათვის;
თერმოსტატი (Heraeus) ტენიანობის განსაზღვრის და ნიმუშების საანალიზოდ მომზადებისთვის;
მუფელის ღუმელი (Nabertherm) მყარი ნიმუშების მშრალი დანაცვრისთვის.
დამხმარე ხელსაწყოები: ანალიზური და ტექნიკური ელექტროსასწორები (Sartorius); pH/Ion-მეტრი (WTW); კონდუქტომეტრი (WTW); ლაბორატორიული წისქვილები (Fritsch) ნიადაგის და მცენარის ნიმუშების მოსამზადებლად; წყლის დეიონიზატორი (Thermo Scientific); ვარირებადი პიპეტები (Eppendorf) და სხვ.
ლაბორატორიაში სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ხელსაწყოებს, მათი მუშაობის პრინციპებს და დაეუფლებიან კვლევის საერთაშორისო აღიარებულ მეთოდებს. ისინი შეძლებენ ნიადაგურ და მცენარეულ ნიმუშებში განსაზღვრონ მაკრო, მიკრო და ტოქსიკური ელემენტები, რაც აუცილებელია პროდუქციის ხარისხის უზრუნველსაყოფად.





