en ge am








ალიკანტეს უნივერსიტეტი (UA) – ესპანეთი

 

ალიკანტეს უნივერსიტეტი პროექტის გრანტის მფლობელია. ალიკანტეს უნივერსიტეტისათვის საერთაშორისო თანამშრომლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული საქმიანობაა. კერძოდ, ის ანხორციელებს უნივერსიტეტების მართვაში დასაქმებულ პირთა ტრეინინგს ამ უნივერსიტეტების მიერ საერთაშორისო სტატუსის მოპოვებისა და ევროპულ სივრცეში მათი ინტეგრაციისათვის ხელშეწყობის მიზნით.

ალიკანტეს უნივერსიტეტის  60-ზე მეტი აკადემიური დეპარტამენტი სწავლის მსურველებს სთავაზობს 50-ზე მეტი დასახელების პროგრამას, აღჭურვილობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო სპექტრს. დღესდღეობით აქ 30000–მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას.

ალიკანტეს უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი 16 დეპარტამენტს აერთიანებს, რომელთა შორისაა ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ზღვის ეკოლოგიის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტები.

ალიკანტეს უნივერსიტეტი არის სხვადასხვა სახის განვითარების პროექტების მონაწილე როგორც ესპანეთში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ (კომპანიების პროექტები,  საერთაშორისო პროგრამები, როგორიცაა სოკრატესი, ერასმუსი), რომლებიც უზრუნველყოფენ ფართო სპექტრის საერთაშორისო კონტაქტებს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს გარემოს შემსწავლელი მულტიდისციპლინური ინსტიტუტი “Ramón Margalef” (IMEM) და CIBIO, რომელთა მიერ თანამედროვე ტექნოლოლოგიების გამოყენებით წარმართული სამუშაოების მიზანია ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონში მიმდინარე ცვლლილებების კვლევა და მართვა.

ალიკანტეს უნივერსიტეტი, როგორც წამყვანი ევროპელი პარტნიორი,  პასუხისმგებელია ტემპუსის საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ადმინისტრირებაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია