თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AU) - საბერძნეთი
სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი საბერძნეთის უდიდესი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი აერთიანებს 13 ფაკულტეტში (აგროკულტურების, მედიცინის, მეტყევეობისა და ბუნებრივი რესურსების, ვეტერინარული მედიცინის, ფილოსოფიის და სხვა) განაწილებულ 39 და 3 დამოუკიდებელ სკოლას. უნივერსიტეტში სწავლობს 70 000 სტუდენტი და სწავლების პროცესში ჩართულია 3 000 აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი.
არისტოტელეს უნივერსიტეტი მონაწილეობს მრავალ ერთობლივ პროექტში როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, კანადის, ლათინური ამერიკის, აზიის ავსტრალიისა და აფრიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
არისტოტელეს უნივერსიტეტი ერთ–ერთი პირველი იყო იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებმაც განახორციელეს Erasmus, Comett, Lingua, Tempus, Med Campus, Jean Monnet, Socrates და Leonardo Da Vinci პროგრამები. არისტოტელეს უნივერსიტეტი აღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობებს აღმოსავლეთ აზიისა და ბალკანეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთანაც. ის აქტიურად არის ჩართული სტუდენტთა და კადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში, ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაში, ინგლისური ენის ტრეინინგი პროგრამებში და სხვა.
წარმოდგენილ პროექტში AU თავის წვლილს შეიტანს კურიკულუმის განვითარებაში, განსაკუთრებით, აგრობიოტექნოლოგიის ქვეპროგრამის მოდულების შემუშავებასა და მათი სრულყოფის საქმეში.













