en ge am








2011 წლის 22 მარტს სასტუმრო "ამბასადორში" გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ინდუსტრიასთან

 

2011 წლის 22 მარტს სასტუმრო  „ამბასადორში“ გაიმართა ევროკავშირის TEMPUS-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია.

ღონისძიება მიზნად ისახავდა  საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების,  თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებისა და  მაღალკვაფიცირებული სპეციალისტების მომზადების გზით.

შეხვედრას მასპინძლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორის – ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილის სახით,  საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, რექტორის – ბატონი ლაშა გოცირიძის სახით და  ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორის – ბატონი გიორგი ღავთაძის სახით.   

 

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი ნოდარ სურგულაძე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე ბატონი დავით კერესელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ლიკა ღლონტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების პირველი პირები,  მასპინძელი უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და მას-მედიის წარმომადგენლები.

 

ორგანიზატორები და სტუმრები გულთბილად მიესალმნენ დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრეს ბიომეცნიერებების დარგის განვითარებაში  უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების როლზე, კონკრეტულად კი გამოყენებითი ბიომეცნიერებების  ტემპუსის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

 

პროექტის ტექნიკურმა კოორდინატორმა, ქალბატონმა ნინო ინასარიძემ სტუმრებს წარუდგინა პროექტის კონცეფცია და დღეისათვის მიღწეული შედეგები. პროექტის კოორდინატორმა ქალბატონმა ნუნუკა მიცკევიჩმა განიხილა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მასპინძელ უნივერსიტეტებსა და  მონაწილეებს/პარტნიორებს შორის.  


 

გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით  დაკავშირებული უნივერსიტეტები და პარტნიორები ორგანიზაციები:

  1. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი,
  3. ა. წერეთლის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. ჰოლდინგი  „მარგებელი“
  5. შპს  „ჰიპ ჯორჯია“
  6. სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“
  7. შპს „ღვინის ლაბორატორია“
  8. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები
  9. შპს „ქართული ყველის სახლი“
  10. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
  11. ა(ა)იპ „აგრო, ვაზის და ხეხილი სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრი
  12. სს პოპული
  13. M ჯგუფი
  14. კომპანია „გუდვილი“
  15. ფარმაცევტული კომპანია „გეა“
  16. ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი

 

მემორანდუმი გამოყენებით ბიოლოგიაში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ

 

გალერეა

 

 

 


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია