en ge am








მოდულის სილაბუსი

 

პორტალის მთავარ გვერდზე მოცემული ახალი სამაგისტრო პროგრამის „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ ყველა დოკუმენტი, სპეციფიკაციის, სტრუქტურის, ხარისხის უზრუნველყოფისა და პროგრამის მართვის სქემის ჩათვლით სარეკომენდაციო ხასიათისაა და ასახავს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ძირითად შეთანხმებულ კონცეფციას. საქართველოსა და სომხეთის ცალკეული პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული შესაბამისი დოკუმენტები სწორედ მოცემულ კონცეფციაზეა აგებული. ამავე დროს, თითოეული უნივერსიტეტის პრიორიტეტების, რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ახალ სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებული დეტალები ყოველი უნივერსიტეტისათვის განსხვავდება ერთმანეთისგან, ისე, როგორც ეს მოცემულია შესაბამის ვებ – გვერდებზე.

(ფაილის ჩამოტვირთვა)

 

სასწავლო კურსის დასახელება
სასწავლო კურსის (მოდულის) კოდი
კოდის მინიჭება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ უნივერსიტეტში მოქმედი ერთიანი წესის შესაბამისად.
სასწავლო კურსის სტატუსი

მიუთითეთ, ვისთვის არის ეს სასწავლო კურსი გათვალისწინებული: ფაკულტეტი, სწავლების საფეხური (პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამა), სავალდებულოა თუ არჩევითი.

გაითვალისწინეთ, რომ ესა თუ ის სასწავლო კურსი შეიძლება იყოს სავალდებულოც და იმავდროულად არჩევითიც სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. 
ECTS

მიუთითეთ სასწავლო კურსის კრედიტები და აგრეთვე საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათების რაოდენობა კვირეული და სემესტრული გათვლით.

გაითვალისწინეთ, რომ საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებში უნდა აისახოს შუალედური და საბოლოო შეფასებებისთვის განკუთვნილი დრო.
ლექტორი (ლექტორები)

მიუთითეთ:
ლექტორის სახელი, გვარი, სტატუსი (სრული, ასოცირებული, ასისტენტ პროფესორი, მოწვეული ლექტორი, მასწავლებელი);
სამუშაო ადგილი (შესაბამისი ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი, კათედრა და სხვ.);
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი (სურვილის შემთხვევაში), ელ. ფოსტა (ელ. ფოსტის მითითება სავალდებულოა).
კონსულტაციის საათები და ადგილი (სურვილის შემთხვევაში).

თუ სასწავლო კურსის განხორციელებაში რამდენიმე ლექტორია ჩართული, ეს ინფორმაცია ყველას შესახებ უნდა უნდა მიეთითოს.
სასწავლო კურსის მიზნები
მოკლედ და მკაფიოდ აღწერეთ სასწავლო კურსის ძირითადი მიზნები.
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები

მიუთითეთ, რომელი საგანი წარმოადგენს აღნიშნულ კურსზე დაშვების სავალდებულო წინაპირობას, ან
რა ცოდნას უნდა ფლობდეს სტუდენტი, რომ ეს სასწავლო კურსი აითვისოს.

თუ სასწავლო კურსის ათვისება სპეციფიკური ხასიათის ცოდნას, ან ამა თუ იმ საგნის სავალდებულო წესით გავლას არ მოითხოვს, მაშინ აღნიშნეთ, რომ სასწავლო კურსს შესწავლის წინაპირობები არ გააჩნია.
სასწავლო კურსის ფორმატი
მიუთითეთ: ლექცია/სემინარი/პრაქტიკუმი/ლაბორატორიული სამუშაო და ა. შ. (აქვე მიუთითეთ მათი რაოდენობაც).
სასწავლო კურსის შინაარსი
დანართის სახით წარმოადგინეთ ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული სამუშაოს/კოლოკვიუმის/წერითი და ზეპირი გამოკითხვის/პრეზენტაციის/საბოლოო გამოცდის და ა. შ. ჩატარების გრაფიკი და მათი ძირითადი თემები შესაბამისი ლიტერატურის (დასამუშავებელი გვერდების) მითითებით (იხ. დანართი 1).
შეფასება

მიუთითეთ შუალედური და საბოლოო შეფასების ფორმები: კოლოქვიუმი, წერითი და/ან ზეპირი გამოკითხვა, პრეზენტაცია და ა. შ.;
მიუთითეთ შეფასების თითოეული ფორმის ხვედრითი წილი საბოლოო შეფასებისთვის, უნივერსიტეტში მოქმედი წესების შესაბამისად;
მიუთითეთ შეფასების კრიტერიუმები;

მიუთითეთ საბოლოო გამოცდაზე დაშვების წინაპირობა. 
სავალდებულო ლიტერატურა
დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
დამატებით მიუთითეთ წიგნები, სამეცნიერო სტატიები, ელექტრონული რესურსები, ვებ–გვერდი და სხვა სასწავლო მასალა.
სწავლის შედეგები
მიუთითეთ ის დარგობრივი ცოდნა და ზოგადი (ტრანსფერული) უნარები, რომელსაც შეიძენს სტუდენტი აღნიშნული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ (ინფორმაცია შესაბამისი უნარების (კომპეტენციების) შესახებ იხ. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ–გვერდზე).
სწავლებისა და სწავლის მეთოდები
მიუთითეთ სწავლებისა და სწავლის მეთოდები (დამატებითი ინფორმაცია იხ.  თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ–გვერდზე).
სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები
შეავსეთ აღნიშნული გრაფა სასწავლო კურსის გავლასთან დაკავშირებული დამატებითი პირობების (მოთხოვნების) არსებობის შემთხვევაში.

 

დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

 

 

N
ლექციის/სემინარის/პრაქტიკუმის/ლაბორატორიული სამუშაოს და ა. შ. თემა

ლიტერატურა(შესაბამისი გვერდების მითითებით)

1
   
2
   
3
   
4
   
5
   
6
   
7
   
8
   
9
   
10
   
11
   
12
   
13
   
14
   
15
   

 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია