en ge am








ინდუსტრიასთან კავშირი

ინდუსტრიათან მჭიდრო კავშირი გამოყენებითი ბიომეცნიერების სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ინდუსტრიულ  პარტნიორებად მოიაზრებიან: ჯანდაცვის, გარემოს დაცვის,  კვების,  სასოფლო-სამეურნეო და სხვა მომიჯნავე პროფილის საწარმოები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური და   კლინიკურ - დიაგნოსტიკური ცენტრები და შესაბამისი პროფილის ლაბორატორიები, ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახურები; სანიტარიული უსაფრთხოების სამსახურები; ფარმაკოლოგიური და ფარმაცევტული საწარმოები; კვების მრეწველობისა და სასოფლო სამეურნეო პროფილის კერძო და სახელმწიფო  კომპანიები, გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები და ა.შ.  

ასეთი სახის ურთიერთმომგებიანი  თანამშრომლობა  გულისხმობს: 

- დაინტერესებული მხარეების აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით. განიხილება ყველა კომენტარი და რეკომენდაცია, რომელიც ეხება როგორც სასწავლო პროგრამის სტრუქტურასა და  კურსების შინაარსს,  ასევე  სწავლების მეთოდიკას.
- სტუდენტთა დროებით დასაქმებას სწავლის პროცესში სათანადო პროფილის საწარმოებსა და სამსახურებში ან კლინიკებსა და სადიაგნოსტიკო ცენტრებში აუცილებელი საწარმოო უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით,  რაც მათი შემდგომი პროფესიული განვითარების  მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს; სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად დაეუფლებიან საინფორმაციო და კვლევითი ტექნოლოგიებით სარგებლობის, ბიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიებში მუშაობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
-ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას, მათ შორის სამაგისტრო ნაშრომების შესრულებას. 

ზემოთ აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით,  ტემპუსის პროექტის მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტბში აქტიურად მიმდინარეობს საპარტნიორი ქსელის  შექმნა. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში თითოეულ მონაწილე უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული არიან პოტენციური დამსაქმებლები – მეწარმეები,  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და მარეგულირებელი სამსახურების წარმომადგენლები. საბჭო ხელს შეუწყობს  უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

 

პროგრამის პარტნიორები – სომხეთი

 

პროგრამის პარტნიორები – საქართველო

 

 

 

 

 

 


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია