აკადემიური პერსონალის სახელმძღვანელო
(ფაილის ჩამოტვირთვა)
სამაგისტრო პროგრამა
“გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია”
გზამკვლევი პედაგოგებისათვის
ანოტაცია
გზამკვლევი პედაგოგებისათვის შემუშავებულია სამაგისტრო პროგრამის მართვის სქემის საფუძველზე, ხარისხის მართვის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად. ის გამიზნულია დაეხმაროს მოდულის ხელმძღვანელებს, ლექტორებს და პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების პედაგოგებს სათანადოდ წარმართონ თავიანთი საქმიანობა. გზამკვლევს თან ერთვის სამუშაო დოკუმენტები:
- მოდულის სპეციფიკაციის ფორმა
- მოდულის სწავლების პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარი
- სტუდენტთა მიერ მოდულის შეფასების კითხვარი
- მოდულის ხელმძღვანელთა ანგარიშის ფორმა
მოდულის ხელმძღვანელის მოვალეობები:
1. მოდულის სპეციფიკაციის შემუშავება;
2. შემუშავებული სპეციფიკაციის საფუძველზე ლექტორების მიერ შედგენილი სილაბუსების განხილვა, საბოლოო ვერსიის შემუშავება და პროგრამის მართვის კომიტეტისათვის წარდგენა;
3. პროგრამის მართვის კომიტეტის მიერ მოდულის სპეციფიკაციის დამტკიცების შემდეგ, მოდულის მასალების (მათ შორის, შეფასების ფორმების) განთავსება პროგრამის ვებ-გვერდზე);
4. მოდულის მსვლელობის კოორდინაცია და მისი შეუფერხებელი მსვლელობის კონტროლი, რაც გულისხმობს ზედამხედველობას სილაბუსით გათვალისწინებული საკითხებისა და სალექციო კონსპექტის/ოვერჰედის შინაარსის ურთიერთშესაბამისობაზე, სტუდენტთა სავალდებულო შუალედური წერითი გამოცდის/ტესტური გამოკითხვის საკითხების შესაბამისობაზე სალექციო მასალის შინაარსთან; სტუდენტთა შუალედური გამოცდის შედეგების ანალიზს.
5. მოდულის დამთავრების შემდეგ მოდულის ანგარიშის ფორმის (დანართი 4) შევსება და წარდგენა კომიტეტისთვის.
ლექტორის მოვალეობები:
1. მოდულის სილაბუსის მომზადება და მიწოდება განსახილველად მოდულის ხელმძღვანელისათვის.
2. სალექციო მასალის ვიზუალური ფორმატით მომზადება, რისი მიღწევაც შესაძლებელია ლექციების დროს PowerPoint--ში მომზადებული პრეზენტაციების გამოყენების გზით. სასურველია ასევე პრეზენტაციებში ანიმაციური ან ვიდეო მასალების გამოყენება;
3. შუალედური და საბოლოო გამოცდების ფორმების (ბილეთის ნიმუში სათანადო კომენტარებით, ტესტის ნიმუში), ძირითადი თემების და შეფასების სქემის (სათანადო ინდიკატორების) მითითებით მომზადება და წარდგენა მოდულის ხელმძღვანელისათვის;
4. პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების მასწავლებლებთან ერთად მოდულის შიდა განრიგის (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) და სტუდენტთა შეფასების შეჯერებული სქემის შემუშავება.
5. მოდულის სწავლების დაწყებამდე სალექციო კონსპექტების ან/და შესაბამისი დამხმარე მასალის (მაგ. PowerPoint--ში მომზადებული პრეზენტაციების) განთავსება პროგრამის ვებ-გვერდზე. შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია მასალის ამობეჭდილი სახით მიწოდება სტუდენტებისათვის
პრაქტიკულ/სემინარული მეცადინეობების მასწავლებლების მოვალეობები:
1. ლექტორთან ერთად მოდულის შიდა განრიგის (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) და სტუდენტთა შეფასების შეჯერებული სქემის შემუშავება;
2. ყოველ მეცადინეობაზე სტუდენტების საჭირო დამხმარე ლიტერატურული ან სხვა მასალებით (დისციპლინის სპეციფიკიდან გამომდინარე) უზრუნველყოფა (დანართი 5);
3. მონაწილეობა მოდულის საბოლოო ანგარიშის მომზადებაში.













