en ge am








მართვის კომიტეტის სამუშაო შეხვედრები

(ფაილის ჩამოტვირთვა)

პროგრამის მართვის კომიტეტის  კრება*  
(დღის წესრიგი)

სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“
(თსუ მაგალითი)

 

პროგრამის  მართვის კომიტეტი, როგორც   სამაგისტრო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის  პროცესის  ძირითადი სტრუქტურული ერთეული, კალენდარული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაო  შეხვედრებზე ახდენს პროგრამის მსვლელობის  შეფასებას. პროგრამის მართვის კომიტეტი განიხილავს პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ქვეპროგრამების (ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია, კვების ბიოტექნოლოგია, აგრარული ბიოტექნოლოგია, გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია) ხელმძღვანელების ანგარიშებს და  სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს. შედეგების განხილვის შემდეგ პროგრამის მართვის კომიტეტი აანალიზებს მიმდინარე სტრატეგიას, ამტკიცებს განახლებულ სამოქმედო გეგმას  და  წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებს.

 

სტანდარტული დღის წესრიგი შესაბამისი განმარტებებით

1. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში

  • დასრულებული მოდულების ანგარიშების განხილვა და სწავლების სტრატეგიის შეფასება
  • სტუდენტების შეფასების კითხვარის ანალიზის შედეგების განხილვა
  • საწარმოო პრაქტიკისა და სამეცნიერო კონტაქტების ტუტორის ანგარიშის განხილვა
  • გარე ექსპერტის შეფასების ანალიზი
  • პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის  სემესტრული შედეგების განხილვა
  • პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის დაგეგმვა  (ვადები, კალენდარული გეგმა)

2. ქვეპროგრამის ხელმძღვანელების ანგარიში

3. მარკეტინგის ჯგუფის ანგარიში

  • პროგრამის მისაღებ კონტიგენტსა  და  საბაზრო მოთხოვნებს შორის შესაბამისობის ანალიზი
  • პროგრამაზე მიღების პარამეტრების განსაზღვრა
  • პროგრამის მარკეტინგის სტრატეგიის ანალიზი: ღია კარის დღეები, დასაქმების ბაზარი

4. სტუდენტური წარმომადგენლობის ანგარიში

5. პროგრამის ხელმძღვანელი ანგარიში

  • პროგრამის წლიური შედეგების  მიმოხილვა,  სტრატეგიის შეფასება და კრიტიკული ანალიზი
  • პროგრამის ადმინისტრაციული მართვის შეფასება (კომიტეტის საქმიანობა, საგამოცდო კომისიები, ტუტორების საქმიანობა)
  • პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის  კალენდარული გეგმის შეფასება

6. სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები

  • მოდულების შინაარსი, წინაპირობები, შეფასება
  • ახალი მოდულების შეთავაზება
  • რესურსები (აკადემიური პერსონალი, აღჭურვილობა,  კომპიუტერული ტექნოლოგიები)
  • კალენდარული გეგმა
  • საფაკულტეტო  პროცედურები
  • საუნივერსიტეტო საკითხები

 7. სხვა საკითხები

პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის წლიური კალენდარი **  
(თსუ მაგალითი)

 

 

პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები

ვადა

პასუხისმგებელი პირი

1

მოდულის ხელმძღვანელების მიერ მიმდინარე მოდულების შუალედური  შეფასება

ნოემბერი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

2

მიმართულების ხარისხის უზრუნველყოფის მიერ პროგრამის შიდა აუდიტი

დეკემბერი

მიმართულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

3

საანგარიშო მოხსენება ფაკულტეტის საბჭოს წინაშე

დეკემბერი

პროგრამის ხელმძღვანელი,
მიმართულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

4

შემოდგომის სემესტრის მოდულების შეფასება სტუდენტების მიერ (სტუდენტების კითხვარი)

იანვარი

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

5

შემოდგომის სემესტრის მოდულების შეფასება აკადემიური პერსონალის მიერ (თვითშეფასების კითხვარი)

იანვარი

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

6

მოდულის ხელმძღვანელების მიერ მოდულის ანგარიშის მომზადება

იანვარი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

7

ქვეპროგრამის ხელმძღვანელის მიერ საანგარიშო მოხსენების მომზადება

თებერვალი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

8

საწარმოო პრაქტიკისა და სამეცნიერო კონტაქტების ტუტორის მიერ საანგარიშო მოხსენების მომზადება

თებერვალი

საწარმოო პრაქტიკისა და სამეცნიერო კონტაქტების ტუტორი

9

ხარისხის უზრუნველყოფის სემესტრული ანგარიშგება

თებერვალი

მიმართულების
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

10

პროგრამის მართვის კომიტეტის სხდომა:

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში1)
  • ქვეპროგრამის ხელმძღვანელების ანგარიში
  • პროგრამის ხელმძღვანელის ანგარიში5)
  • სამოქმედო გეგმა და  რეკომენდაციები  
  • გაზაფხულის სემესტრისათვის მზადების  პროცესის განხილვა

თებერვალი

პროგრამის ხელმძღვანელი

11

მოდულის ხელმძღვანელების მიერ მიმდინარე მოდულების შუალედური  შეფასება

აპრილი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

12

მარკეტინგის სამსახურის ანგარიში

აპრილი

მარკეტინგის ჯგუფი

13

გაზაფხულის სემესტრის მოდულების შეფასება სტუდენტების მიერ (სტუდენტების კითხვარი)

ივლისი

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

14

გაზაფხულის სემესტრის მოდულის შეფასება აკადემიური პერსონალის მიერ (თვითშეფასების კითხვარი)

ივლისი

სასწავლო პროცესის კოორდინატორი

15

მოდულების ხელმძღვანელის მიერ მოდულის ანგარიშის მომზადება

ივლისი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

16

ქვეპროგრამის ხელმძღვანელის მიერ საანგარიშო მოხსენების მომზადება

ივლისი

ქვეპროგრამების ხელმძღვანელები

17

საწარმოო პრაქტიკისა და სამეცნიერო კონტაქტების ტუტორის მიერ საანგარიშო მოხსენების მომზადება

ივლისი

საწარმოო პრაქტიკისა და სამეცნიერო კონტაქტების ტუტორი

18

გარე ექსპერტების მიერ პროგრამის მონიტორინგის ანგარიში

ივლისი

პროგრამის გარე ექსპერტები

 

პროგრამის მართვის კომიტეტის სხდომა: გაზაფხულის სემესტრის და წლიური  შედეგების განხილვა

  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში1)
  • ქვეპროგრამის ხელმძღვანელების ანგარიში
  • პროგრამის ხელმძღვანელის ანგარიში5)
  • სამოქმედო გეგმა და  სამომავლო რეკომენდაციები6)

ივლისი

პროგრამის ხელმძღვანელი

 

* პროგრამის მართვის კომიტეტი  იკრიბება  სულ მცირე   წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში პროგრამის მართვის კომიტეტი   შეიკრიბება დამატებით.

** წლიურ კალენდარში ნებისმიერი სახის ცვლილება ცხადდება არაუგვიანეს 2 კვირით ადრე აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლამდე.

 

 

 

 

 


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია