en ge am








სამაგისტრო პროგრამა ”გამოყენებითი ბიომეცნიერება”
M A P B

ევროკავშირის ტემპუსის პროექტი ”სამიგისტრო პროგრამა -  გამოყენებითი ბიომეცნიერება” დაიწყო 2010 წლის  იანვარში. პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.  პროექტი ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ. პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და სომხეთის 5 წამყვან უნივერსიტეტში გამოყენებით ბიომეცნიერებების დარგში ახალი   სამაგისტრო პროგრამის შექმნას.  პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას როგორც  მათი მომავალი სამეცნიერო კარიერისათვის, ისე  მათი დასაქმებისათვის ბიომენციერებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საწარმოში, კვლევით ინსიტუტსა თუ სხვა სახის ორგანიზაციაში.   

გამოყენებითი ბიომეცნიერების ახალი სამაგისტრო პროგრამა  რამდენიმე ძირითადი მიმართულებას ითვალისწინებს.  მათ შორის მოიაზრება:  კვების ბიოტექნოლოგია, აგრო ბიოტექნოლოგია, ჯანდაცვის ბიოტექნოლოგია და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

 

პროექტის სპეციფიური მიზნებია:

 

  • ყველა მონაწილე პარნტიორ უნივერსიტეტში შემუშავდეს და დაინერგოს მოდულარ სქემაზე დაფუძნებული ახალი სამაგისტრო პროგრამა; 
  • გაზიარებული იქნას ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება პროგრამის მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში;  
  • დაამყარდეს მჭიდრო თანმშრომლობა  საწარმოებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებსა და ყველა პოტენციურ დამქირავებელთან და ამდენად ხელი შეუწყოს დასაქმების ზრდასა და უნივერსიტეტის თანამონაწილეობას ცოდნის სამკუთხედის -  კვლევა, განათლება ინოვაცია -  განვითარებაში;  
  • ხელი შეუწყოს უნივერსიტეტბში ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვას, მათ შორის ელექტრონული სწავლების და ვირტუალური განათლებისათვის ეფექტური გარემოს შექმნას;  
  • ხელი შეუწყოს  სტუდენტების მობილობას  პარტნიორი ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებნის უნივერსიტეტებს შორის.
  • წვლილი შეიტანოს  ერთობლივი ხარისხის მინიჭების პროცესის ინიციაციაში,. და შეძლებისდაგვარად პილოტირებაში.
  • გაავრცელოს პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა საქართველოსა და სომხეთის სხვა უნივერსიტეტებში და  პოპულარიზაცია გაუწიოს ახალი პროგრამას ყველა დაინტერესებულ წრეებში.

 

პროექტის იდეას საფუძვლად დაედო თბილისის სახ. უნივერსიტეტში განხორციელებული ტემპუსის პროექტი, რომლის შედეგადაც ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მხარდაჭერით შეიქმნა და დაინერგვა საბაკალავრო პროგრამა გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში.

www.biosciences-tempus.ge/  ახალი პროექტით გათვალისწინებული პროგრამა აღნიშნული საბაკალავრო პროგრამის ლოგიკურ გაგრძლებას წარმოადგენს. . ხოლო უკვე მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით განხორციელების საქმეში.


 


 
პროექტის პარტნიორები

 

MAPB© 2009 ყველა უფლება დაცულია